მთავარი პროკურატურა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

სამშაბათი, 26 თებერვალი, 2013 - 15:12

საქართველოს მთავარი პროკურატურა თბილისის მერის, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ამის შესახებ დღეს პროკურატურაში გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.

არჩილ კბილაშვილი არალოგიკურს უწოდებს პროკურატურის მოთხოვნების არდაკმაყოფილებას.

„სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი, მაგრამ ეს არის უკანონო. ჩვენ მას გავასაჩივრებთ. თუმცა ვაცნობიერებთ, რომ ეს დიდი ალბათობით არაფერს შეცვლის“, - აღნიშნა კბილაშვილმა.

პროკურატურა უგულავასთვის 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაოს ითხოვდა. ასევე, პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომ გიგი უგულავას ქვეყნიდან გასვლა აკრძალვოდა და საგამოძიებო ორგანოში კვირაში ერთხელ გამოცხადებულიყო, თუმცა სასამართლომ არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და თბილისის მერი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42