ქვეყნის დეცენტრალიზაცია და ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა პოლიტიკოსთა საქმეა - მამუკა კაციტაძე

სამშაბათი, 26 თებერვალი, 2013 - 14:47

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის, დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობების განვითარების შესახებ “ახალი მემარჯვენეების” გენერალურმა მდივანმა მამუკა კაციტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

კაციტაძის განცხადებით, ამ და მსგავსი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში პოლიტიკური პარტიების ჩართულობასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან უკვე იყო გამოთქმული მზადყოფნა, შედგა რამდენიმე შეხვედრაც პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებული ფორმატის მიღმა ქვეყანაში დაიწყო დეცენტრალიზაციის და ქვეყნის ადმინისტრაციულ–ტერიტორიული მოწყობის კონცეფციის განხილვის ძალზე მნიშვნელოვანი პროცესი: 2013 წლის 21 თებერვალს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილულ და მოწონებულ იქნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული „საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები“ , რომელიც 25 თებერვლიდან უკვე განიხილება სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით.

მემარჯვენეების გენერალური ლიდერის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე  „ახალ მემარჯვენეებს“ საკუთარი ხედვა და ჩამოყალიბებული პოზიცია აქვთ.

"უმნიშვნელოვანესია, სტრატეგიის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მოხდეს ქვეყანაში მოქმედი ძირითადი პოლიტიკური ძალების ფართო კონსენსუსი და ეს დოკუმენტი იქცეს პოლიტიკურ ძალთა შორის განხილვისა და შეთანხმების საგნად", - განაცხადა კაციტაძემ და  მთავრობას და პარლამენტს მიმართავს, შეიქმნას ჯგუფი, რომელშიც სურვილის და ინტერესის მიხედვით, ჩართული იქნებიან ქვეყანაში მოქმედი ძირითადი პოლიტიკური პარტიები, მოხდება დოკუმენტის კვალიფიციური განხილვა, აზრთა შეჯერება და მის საფუძველზე კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება.

მისი თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ექსპერტების, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობა, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ ქვეყნის დეცენტრალიზაცია და ახალი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული მოწყობა უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკოსთა საქმეა.

 

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.18
  • 0.04
  • 0.69
  • 1.47