როცა არსებობის საშუალებას არ გაძლევენ, რა დიალოგზე შეიძლება იყოს საუბარი - დავით დარჩიაშვილი

სამშაბათი, 26 თებერვალი, 2013 - 14:36

მზად ვართ უმრავლესობასთან დიალოგისთვის, მაგრამ როცა საპასუხოდ პოლიტიკურ დევნას იღებ, დიალოგი არ გამოდის. ამას თუ ულტიმატუმიც მოსდევს, მით უფრო არ გამოვა დიალიგი, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერმა, დავით დარჩიაშვილმა.

"კონსტიტუციურ საკითხებზე შედგა მოლაპარაკებები, თუმცა შემდგომ დაიწყო პოლიტიკური დევნა და როცა არ გაძლევენ არსებობის საშუალებას, რა დიალოგზე შეიძლება იყოს საუბარი", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი განცხადებით, პრემიერი მიხეილ სააკაშვილისადმი მიმართვაში ბოლშევიკური ენით ლაპარაკობს და ულტიმატუმს აყენებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე საათის წინ მიმართა, უახლოეს 2-3 დღეში დააფიქსიროს თავის პოზიცია, უარს ამბობს თუ არა კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერს თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5