ბიძინა ივანიშვილმა მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტს უმასპინძლა

სამშაბათი, 26 თებერვალი, 2013 - 14:39

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა კირსან ილუმჟინოვთან ბიზნესცენტრში გაიმართა. შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მინისტრის პირველ მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილი დაესწრნენ.

მხარეებმა საქართველოში ჭადრაკის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტთან ჭადრაკი ითამაშა.

„ჩვენი სურვილია, რომ თბილისმა ჭადრაკის დედაქალაქის ფუნქცია შეიძინოს. ქართულ ჭადრაკს ძალიან დიდი ტრადიცია გააჩნია და ეს ტრადიცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა კირსან ილუმჟინოვმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.65
  • 3.07
  • 0.04
  • 0.67
  • 1.44