ირაკლი ალასანიამ ჯონ ჰოლმსს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კანადელი სამხედროების მომზადება შესთავაზა

სამშაბათი, 26 თებერვალი, 2013 - 13:54

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი კანადის ელჩი ჯონ ჰოლმსი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო. მხარეებმა საქართველოსა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის უწყების მონაწილეობას სამხედრო წვრთნისა და თანამშრომლობის პროგრამაში დიდი მნიშვნელობა აქვს. პროგრამის ფარგლებში ქართველი სამხედროები სხვადასხვა მიმართულებით კანადის სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვალიფიკაციას იმაღლებენ და ინგლისურ ენას ეუფლებიან.

შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა სურვილი გამოთქვა, რომ კანადაში კაპიტნის საკარიერო კურსების გავლის შესაძლებლობა უფრო მეტ ქართველ სამხედრო ინჟინერსა და საჰაერო თავდაცვის ოფიცერს მიეცეს. ჯონ ჰოლმსს ირაკლი ალასანიამ სამეთაურო-საშტაბო და ომის კოლეჯში ქართველი სამხედროების გადამზადების საკითხიც განიხილა.

ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ქართულმა მხარემ კანადელ დიპლომატს შესთავაზა საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში მომზადება კანადელმა სამხედროებმაც გაიარონ.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.65
  • 3.07
  • 0.04
  • 0.67
  • 1.44