\"ქართულ-ოსური მისიის\'\' დამფუძნებლები უჩა ნანუაშვილს შეხვდებიან

სამშაბათი, 26 თებერვალი, 2013 - 13:34

"ქართულ-ოსური მისიის'' დამფუძნებლები  სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს  სხვადასხვა საკითხების განსახილველად დღეს შეხვდებიან. განსახილველ საკითხთა შორის იქნება სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან პატიმართა სიის დაზუსტება.

„ქართულ-ოსური მისიის“ თავმჯდომარე რეზო ამაშუკელმა რამდენიმე დღის წინ  წერილით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს და დახმარება სთხოვა სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან პატიმართა სიის დაზუსტებაში: ასევე აცნობა, რომ "რამდენიმე თვის წინ „საქართველოს ხალხთა ასამბლეამ“ მოგვმართა თხოვნით, დაგვეზუსტებინა პატიმართა სია სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. სამწუხაროდ დღემდე ეს ვერ შევძელით. გვინდა ვიფიქროთ, რომ ეს სია უბრალოდ არ არსებობს და გამოვრიცხოთ ექსპერტთა გარკვეულ წრეებში გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ იგი თითქოს გასაიდუმლოებულია.''

შეხვედრა 17.00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5