ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს

სამშაბათი, 26 თებერვალი, 2013 - 13:29

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ ქუთაისის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშოები დაათვალიერა. ქუთაისის 17.3 კმ-იანი შემოვლითი გზა ავტომაგისტრალის ერთ-ერთი სეგმენტის - იმერეთის 59 კმ-იანი შემოვლითი გზის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ზესტაფონიდან იწყება, გაივლის ქალაქ ქუთაისს, სამტრედიას და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე დასრულდება. ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის პროექტი სრულიად ახალი, 2 ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობას ითვალისწინებს. საგზაო მონაკვეთებზე დაიგება ცემენტ-ბეტონის, ხოლო ხიდებსა და საგზაო კვანძებზე ასფალტ-ბეტონის საფარი. ამ ეტაპზე, აღნიშნული გზის 4 კმ-იან მონაკვეთზე (კმ13.1-კმ17.3) ბეტონის საფარის მოწყობა დასრულებულია და სამუშაოები გრძელდება. 

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მდ. რიონსა და მდ. ჭიშურაზე ხიდების მშენებლობის სამუშაოები. ასევე, პარალელურად, დაიწყო ქუთაისი-გეგუთის გზაგამტარის მშენებლობაც. ამ დროისათვის, დასრულებულია 4 წყალგამტარი მილის მოწყობა, ხოლო 4 მილზე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაოები.

მინისტრის პირველი მოადგილის, შოთა მურღულიას ინფორმაციით, 1 ნოემბრამდე 3-4 თვის განმავლობაში მშენებლობა შეჩერებული იყო. „ჩვენ ახალი გეგმა დავადებინეთ კომპანიას, ყოველკვირეულად ვაკონტროლებთ სამუშოების ტემპებს და ის 2013 წლის ბოლომდე შეძლებს, დაასრულოს ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა” - განაცხადა მურღულიამ.

„ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2012 წლის 26 დეკემბერს დავიწყეთ. ეს არის 17 კმ-იანი გზა, რომელიც 10 ხიდს მოიცავს. ამ ადგილას რიონზე მდებარე ყველაზე დიდი ხიდი აშენდება, რომლის სიგრძეც 800 მეტრი იქნება. ჩვენ აქვე გვექნება ქარხანა, რომელშიც ბურჯებისთვის საჭირო მასალას დავამზადებთ. გასულ კვირას ჩვენ წარმატებულად ვიმუშავეთ და მზად ვართ ბოლომდე გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები პროექტის წარმატებით გასახორციელებლად“, - განაცხადა კომპანია ”ტოდინის” პროექტ-მენეჯერმა სოჰეილ აბასიმ.

ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. აღნიშნული პროექტი ფინანსდება იაპონიის მთავრობის (იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით) და საქართველოს მთავრობის მიერ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4