ავღანეთში სამხედროებს სამინისტროს ახალი ინიციატივები გააცნეს

სამშაბათი, 26 თებერვალი, 2013 - 13:23

თავდაცვის სამინიტროს დელეგაცია ავღანეთში იმყოფებოდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავალებით, ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, არმიის სერჟანტი, ალუდა კოპალიანი და მინისტრის თანაშემწე ნოდარ ეფრემიძე იმყოფებოდნენ.

მათ ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს საქართველოს მთავრობის და მინისტრის ახალი ინიციატივები გააცნეს. როგორც ცნობილია, სამხედროების ხელფასი 25%-ით გაიზარდა. ასევე, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის საბანკო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია მოხდება.

საქართველოდან ჩასულმა დელეგაციის წევრებმა ჯარისკაცებთან იმ ახალ, გაუმჯობესებულ სადაზღვევო პაკეტზეც ისაუბრეს, რომელზე მუშაობაც ამ დროისთვის მიმდინარეობს.

სტუმრებმა ავღანეთში ყოფნისას ჰელმანდის პროვინციაში „შუკვანის“, „ერთობის“, „ლაზიკისა“ და „შირგაზის“ ბაზები დაათვალიერეს და 12-ე და 32-ე ბატალიონების საყოფაცხოვრებო პირობებს გაეცნენ. მათ ქართველ სამხედროებს პირობა მისცეს, რომ საქართველოში დაბრუნებულებს გაუმჯობესებული სოციალური პირობები და ინფრასტრუქტურა დახვდებათ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5