ანდრო ბარნოვი SDC-ისა და DRC-ის წარმომადგენლებთან ერთად ერგნეთს ესტუმრა

სამშაბათი, 26 თებერვალი, 2013 - 12:52

შიდა ქართლის გუბერნატორმა ანდრო ბარნოვმა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) წარმომადგნლებთან ერთად სოფელ ერგნეთში პროექტის „ერგნეთში დაბრუნებული მოსახლეობისათვის საცხოვრებლებისა და შემოსავლის წყაროს აღდგენა“ მიმდინარეობა დაათვალიერა. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებულ ხსენებულ პროექტს ახორციელებს პროექტი ლტოლვილთა დანიის საბჭო. მისი მიზანია ხელი შეეწყოს სოფელ ერგნეთში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა და შემოსავლის გაჩენას, რათა მოსახლეობის დაბრუნება და რეინტეგრაცია მდგრად და გრძელვადიან ხასიათს ატარებდეს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს დაზიანებული 90-მდე სახლის გარემონტება ერგნეთში მუდმივად მაცხოვრებელი ოჯახებისათვის, კონკურსის საფუძველზე შერჩეული პირებისათვის 50 მცირე ბიზნეს-გრანტის გაცემა და სოფელ ერგნეთის ეკონომიკური შეფასების კვლევის განხორციელება. პროექტი 2011 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება. რის შემდეგაც იგეგმება მისი გაგრძელება. პროექტის შემდეგ ეტაპზე მოხდება ომით დაზიანებული ყველა დარჩენილი სახლის გარემონტება სოფელ ერგნეთში.

გუბერნატორმა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაზიანებულ სახლებზე სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობასთან ერთად, რამდენიმე მცირე ბიზნესიც დაათვალიერეს, რომლებიც პროექტის ფარგლებში დაფინანსდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5