აგარაკების გაქურდვისთვის ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

სამშაბათი, 26 თებერვალი, 2013 - 12:46

ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებულ–დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი:  ხვიჩა ბ, დავით შ, როინ ბ. და გიორგი ჯ. თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ამლევში 12 აგარაკის გაქურდვისათვის დააკავეს.

სამართალდამცველებმა ორი მათგანი ერთ–ერთი აგარაკის გაქურდვის დროს, შემთხვევის ადგილზე დააკავეს, ხოლო ორი – ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების შედეგად.

ნაქურდალი საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილი ამოიღებულია და პატრონებს დაუბრუნეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც 6–დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42