მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის დადგენაზე ბრძანების ამოქმედების ვადამ პირველ მაისამდე გადაიწია

სამშაბათი, 26 თებერვალი, 2013 - 12:42

ელექტრონულ მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის დადგენის ვადამ 1 მაისამდე გადაიწია - აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურსა და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციას შორის გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

შეხვედრას დაესწრნენ ასოციაციაში შემავალი კომპანიების: „ნატახტარი,“ „წყალი მარგებელი,“ „აიდიეს ბორჯომი საქართველოს,“ „აქვა გეოს,“ „იბერია რეფრეშმენტსის“ (პეპსი), „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ წარმომადგენლები.

„შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. კომპანიების მხრიდან არის სრული მზაობა იმისა, რომ ვითანამშრომლოთ. ფინანსთა მინისტრის პირველი ბრძანება, რომელიც ელექტრონულ მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის განსაზღვრას ეხებოდა, ძალაში 2013 წლის მარტიდან უნდა შესულიყო. დღეს მიღწეული შეთანხმებით, ვადამ 1 მაისამდე გადაიწია. აქედან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ფინანსთა სამინისტრომ კიდევ ორთვიანი ვადა აიღო, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

სამინისტროს პოზიციაა აღრიცხვიანობის მოწესრიგება მოხდეს ისე, რომ არ გაძვირდეს პროდუქცია და ბიზნესს არ შეექმნას ხელოვნური ბარიერები.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ არააქციზური პროდუქციის ელექტრონულ მარკირებასთან დაკავშირებით მეორე შეხვედრა ბორჯომში, სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებში გაიმართება. პარალელურად, ფინანსთა მინისტრი ყველა საწარმოში მისვლას და პრობლემების ადგილზე გაცნობას გეგმავს. ნოდარ ხადურის განცხადებით, გამოიცა ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომლის თანახმადაც, საექსპორტო პროდუქცია არ დაექვემდებარება მარკირებას.

„აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, ექსპორტიორ კომპანიებს არ შეუსუსტდეთ კონკურენტუნარიანობა საზღვარგარეთ,“ - განაცხადა მინისტრმა.

დღეს მიღწეული შეთანხმება დადებითად შეაფასეს არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის წევრებმა. როგორც კომპანია „ივერია რეფრეშმენტსის“ (პეპსის) გენერალურმა დირექტორმა დავით ლომჯარია განაცხადა, ასოციაცია მოხარულია, რომ ფინანსთა სამინისტროსთან კონსტრუქციულ დიალოგს მართავს. მისი თქმით, ვადის გადაწევა ნიშნავს იმას, რომ ელექტრონულ მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხი დამუშავდება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.

ამგვარი ფორმატით კომპანიებთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 19 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5