ირაკლი ფირცხალავა პოლიციელების დაკითხვას ითხოვს

სამშაბათი, 26 თებერვალი, 2013 - 12:00

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით მოითხოვს ყველა პატრულის თანამშრომლის დაკითხვას, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. 

როგორც ლიპარტელიანმა დღეს "პირველი რადიოს" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ საქმე შერჩევით სამართალთან გვაქვს.

"ის ადამიანები, რომლებიც კადრებში ჩანან, დღემდე ინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს სამართალდამცავ უწყებაში", - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.

მისივე განცხადებით, მას ეჭვი აქვს, რომ პოლიციელების დაკითხვა იმის გამო არ ხდება, რომ ელოდებიან ვიდეომასალის ავთენტურობას, რის შემდეგ პოლიციელები შესაბამის ჩვენებებს მისცემენ. 

ბუტა რობაქიძის მკვლელობის სრული ვიდეომასალა ირაკლი ფირცხალავამ ერთი კვირის წინ პროკურატურას და ტელელომპანიებს გადასცა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4