ალექსი პეტრიაშვილი საშინაო საკითხებში ევროკომისარ სესილია მალსტრომს შეხვდა

ორშაბათი, 25 თებერვალი, 2013 - 23:34

 ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი დღეს საშინაო საკითხებში ევროკომისარ სესილია მალსტრომს შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრმა ევროკომისარს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე სავიზო დიალოგის ფარგლებში საქართველოს მიერ შესასრულებელი სამოქმედო გეგმის გადმოცემისათვის.

მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმები. ევროკომისარმა დადებითად შეაფასა ქვეყნის პროგრესი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა დოკუმენტების უსაფრთხოება და საზღვრის დაცვა, წარმატებული ბრძოლა ტრეფიკინგის, ფულის გათეთრების, ორგანიზებული და კიბერ დანაშაულის წინააღმდეგ. სესილია მალსტრომმა ქართულ მხარეს აღუთქვა, რომ მომავალში, ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, მათ შორის, სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებაში. ევროკომისარმა, ასევე, აღნიშნა, რომ გადაიდგმება ნაბიჯები ვიზების გაცემისას დღეისათვის არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიმართულებით.

მხარეებმა, ასევე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ალექსი პეტრიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მოლაპარაკებები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე უახლოეს მომავალში დასრულდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58