ვიოლა ფონ კრამონი ანგარიშში კონფლიქტის ზონებში ევროპის სადამკვირვებლო მისიების დაშვებას ითხოვს

ორშაბათი, 25 თებერვალი, 2013 - 20:09

გერმანიის "მწვანეთა პარტიის" წევრი ვიოლა ფონ კრამონი თავის ანგარიშში აგვისტოს ომის მოვლენების შემდეგ დადებული 6-პუნქტიანი გეგმის აღსრულებასა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში ევროპის სადამკვირვებლო მისიების  დაშვებას ითხოვს, ასევე, ყურადღებას ამახვილებს დევნილების პერსპექტივაზე, რაც გულისხმობს მათი განათლების შესაძლებლობასა და დასაქმებას.

"მე ეს ანგარიში საკამოდ გაწონასწორებულად მიმაჩნია და იგი შეიცავს ნამდვილად მნიშვნელოვან მოთხოვნებს. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თინი კოფს, რადგან ეს არის ნამდვილად მნიშვნელოვანი მოთხოვნები, იმისათვის რომ მომავლისკენ გავიხედოთ და ყურადღება დავუთმოთ იმას, რაც მოხდა უკვე, არამედ პარლამენტარები გავამხნევოთ, რომ ერთ მაგიდას მიუსხდნენ. რაც მთავრობების დონეზე ხდება, არის ძალიან ცოტა და პარლამენტარებმა საკუთარი ინიციატივებით და საკუთარი დიპლომატიური ფორმატით უნდა გაამდიდრონ ეს პროცესი. ჩემი აზრით ეს იქნება ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი.

მე 2010 წელს ვიყავი პირველი დეპუტატი, რომელმაც საქართველოსა და ასევე დეფაქტო ხელისუფლების დახმარებით, 2008 წლის დაპირისპირების შემდეგ, გალის რეგიონშიც და სოხუმშიც ჩასვლა და პოლიტიკური საუბრის წარმართვა მოახერხა. მე ვნახე იქ ის მძიმე სიტუაცია,როგორშიც გალის ქართველი მაცხოვრებლები იმყოფებოდნენ და სხვადასხვა მიზეზების გამო 1992 წლიდან დიდი ცვლილებების გარეშე ისევ რჩებიან სიღარიბეში. ამ პრობლემის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია გალის რაიონში განსაკუთრებით ნათელია. არც რუსულ, არც აფხაზურ და არც ქართულ მთავრობებს არანაირი ზომები არ მიუღიათ ამ ადამიანების მდგომარეობის გამოსასწორებლად. გარდა ამისა, მე წარმოდგენა შევიქმენი იმ მძიმე საცხოვრებელ პირობებზე, რომელშიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილების უკვე მე–2 და მე–3 თაობა იმყოფება. ჩვენ რომ ამ ადამიანების მდგომარეობა გამოვასწოროთ, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ამიტომ სწორად მიმაჩნია ანგარიშში აპელაცია იმაზე, რომ აღსრულებულ იქნას ამ თემაზე მიღებული წინა რეზოლუცია. დიალოგის ფორმატების გაფართოებას ალტერნატივა არა აქვს და უკვე რეალურად უნდა დაიწყოს დევნილების მდგომარეობაზე მოლაპარაკება. ამისათვის საქართველოს წინა ხელისუფლების რიტორიკა თავისი, ეგრეთწოდებული რეინტეგრაციის სხვადასხვა მინისტრებით, არ წარმოადგენდა არანაირ დახმარებას.

განსაკუთრებით რუსულ მხარეს აქვს შესაძლებლობა ხელი შეუწყოს კონფლიქტის გადაწყვეტას, კერძოდ მან დღემდეც ვერ მოახერხა 2008 წელს რატიფიცირებული 6 პუნქტიანი გეგმის აღსრულება. აქ საუბარია დამკვირვებლების დაშვებაზე, ამას ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით, მაგრამ უპირველესყოვლისა უნდა მოხდეს 6 პუნქტიანი გეგმის აღსრულება. დღემდე ევროპის სადამკვირვებლო მისიები არ დაიშვებიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში.

მაგრამ, განსაკუთრებით ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2012 წლის ბოლოს და ეს არის ჩემი პირადი აზრი, ახალი ხელისუფლების სერიოზული ძალისხმევით, ახალი სახეებით და ინტენსიური დიალოგის სერიოზული განზრახვებით, ევროსაბჭომ კიდევ ერთხელ ყურადღება უნდა დაუთმოს შეთანხმებების შესრულებას. ახალი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, მისი დიდი ხნის გამოცდილებით სთავაზობს რუსულ მხარეს დიდ შანსს კონფლიქტის მოგვარებისა. მაგრამ კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარებისგან დამოუკიდებლად, ევროპის საბჭოს მხრიდან ყურადღება უნდა გამახვილდეს დევნილების პერსპექტივაზე, რაც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს განათლებას შესაძლებლობასა და დასაქმებას".

 

 

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.65
  • 3.07
  • 0.04
  • 0.67
  • 1.44