აზიის განვითარების ბანკი თიბისი ბანკს 50 მლნ აშშ დოლარის საკრედიტო რესურსს გამოუყოფს

ორშაბათი, 25 თებერვალი, 2013 - 18:23

თიბისი ბანკი და აზიის განვითარების ბანკი (ADB) გააფორმებენ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც აზიის განვითარების ბანკი თიბისი ბანკს 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსს გამოუყოფს.

 

5-წლიანი რესურსის დახმარებით თიბისი ბანკი დააფინანსებს მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოს რეგიონებში.

ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე და ADB-ის ინვესტიციების მთავარი სპეციალისტი, რაინერ ჰარტელი. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრებიან თიბისი ბანკის დამფუძნებლებიც.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.14
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44