გიგი უგულავას სასამართლოს გადაწყვეტილება ლოგიკურად მიაჩნია

ორშაბათი, 25 თებერვალი, 2013 - 18:09

თბილისის მერმა გიგი უგულავამ პროკურატურის არცერთი ბრალდების დაუკმაყოფილებლობა სასამართლოს მხირდან ლოგიკურად მიაჩნია. "მიმაჩნია გადაწყვეტილება იყო ლოგიკური. სასამართლო პროცესზე გამოჩნდა, რომ ბრალდების მხარეს არანაირი ლეგალური საფუძველი არ ჰქონდა აღკვეთი ღონისძიების იმ ფორმების, რაც მოითხოვეს მილიონი ლარის მოთხოვნის სახით", - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა უგულავასთვის 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაოს ითხოვდა. ასევე, პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომ გიგი უგულავას ქვეყნიდან გასვლა აეკრძალოს და საგამოძიებო ორგანოში კვირაში ერთხელ გამოცხადდეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თბილისის მერს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილითა და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ედავება. საქმე ტელეკომპანია "იმედის" უკანონოდ გასხვისებასა და პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის დაფინანსებას ეხება, სადაც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა 764 აქტივისტი დაასაქმა პოლიტიკური საქმიანობისათვის და ისინი ანაზღაურებას ბიუჯეტიდან იღებდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4