შინაგან საქმეთა მინისტრი ევროკავშირის შიდა ურთიერთობების საკითხების ევროკომისარს შეხვდა

ორშაბათი, 25 თებერვალი, 2013 - 18:03

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის შიდა ურთიერთობების საკითხების ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხებოდა სამინისტროში განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმას, ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს და სამართალდამცავ სფეროში არსებული პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა საზღვარი, მიგრაცია, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლა. მინისტრმა სტუმარს შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების მოკლევადიანი 2013 წლის სტრატეგია და პოლიციის ახალი ეთიკის კოდექსის პროექტი წარუდგინა, რომელიც ამჟამად გაგზავნილია ევროსაბჭოში შენიშვნებისა და კომენტარებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისარმა, სესილია მალსტრომმა საქართველოში ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ჩამოიტანა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5