მილიონი ლარის შეფარდების საკითხი დაუსაბუთებელი იყო - გოგიტა გაბაიძე

ორშაბათი, 25 თებერვალი, 2013 - 17:57

დედაქალაქის მერის გიგი უგულავას ადვოკატის გოგიტა გაბაიძის განცხადებით, ის ელოდა სასამართლოს ასეთ გადაწყევტილებას, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის შეფარდების საკითი დაუსაბუთებელი იყო.

"ასეთ გადაწყვეტილებას ველოდი, რადგან ბრალდების მხარის პოზიცია აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მლნ ლარის შეფარდების საკითხზე დაუსაბუთებელი იყო. პროკურატურის შუამდგომლობას მოსამართლემ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და უგულავას აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ შეეფარდა. შესაბამისად, საკითხი მის მიერ საქართველოს საზღვრის არდატოვებისა და საგამოძიებო ორგანოში ყოველკვიურეული მისვლისა და ხელმოწერის შესახებ ასევე ღიად დარჩა", - განაცხადა გაბაიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ თბილისის მერის გიგი უგულავას მიმართ პროკურატურის არცერთი ბრალდება არ დააკმაყოფილმა. პროკურატურა უგულავასთვის 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაოს ითხოვდა. ასევე, პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომ გიგი უგულავას ქვეყნიდან გასვლა აეკრძალოს და საგამოძიებო ორგანოში კვირაში ერთხელ გამოცხადდეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5