ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქებისას ხუთი მძიმედ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს

ორშაბათი, 25 თებერვალი, 2013 - 17:30

ჩინეთში, ქალაქ გუიანში ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად  ხუთი თანამშრომელი მძიმე დაზიანებებით  საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებულია 20,000 მაცხოვრებელი.

ინფორმაციას  ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით Xinhua ავრცელებს.

 აფეთქება დილით მოხდა, რის შემდეგ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობა რამდენიმე საათის შემდეგ გახდა შესაძლებელი. 

წინასწარი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი, შესაძლოა, ქიმიური ნივთიერებების  გაჟონვა გამხდარიყო, რაც ნიადაგისა და ჰაერის დაბინძურებას გამოიწვევს. 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.19
  • 0.04
  • 0.7
  • 1.46