სასამართლომ უგულავას მიმართ პროკურატურის არცერთი ბრალდება არ დააკმაყოფილმა

ორშაბათი, 25 თებერვალი, 2013 - 17:42

როგორც "ჯეონიუსის" კორესპონდენტი იუწყება, თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის მერის გიგი უგულავას მიმართ პროკურატურის არცერთი ბრალდება არ დააკმაყოფილმა.

პროკურატურა უგულავასთვის 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაოს ითხოვდა. ასევე, პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომ გიგი უგულავას ქვეყნიდან გასვლა აეკრძალოს და საგამოძიებო ორგანოში კვირაში ერთხელ გამოცხადდეს.

რაც შეეხება ყოფილ თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს, ამ ნაწილში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლბა და კეზერაშვილს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თბილისის მერს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილითა და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ედავება. საქმე ტელეკომპანია "იმედის" უკანონოდ გასხვისებასა და პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის დაფინანსებას ეხება, სადაც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა 764 აქტივისტი დაასაქმა პოლიტიკური საქმიანობისათვის და ისინი ანაზღაურებას ბიუჯეტიდან იღებდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5