ვუყურებდი, როგორ უნაწილებდა გურამ დონაძე და ზურაბ მიქაძე დაკავებულ ბავშვებს იარაღებს - შალვა ნიქაბაძე

ორშაბათი, 25 თებერვალი, 2013 - 17:16

ბუტა რობაქიძის საქმის პირველმა გამომძიებელმა, შალვა ნიქაბაძემ "1რადიოს" პრესკლუბში ბრიფინგი ჩაატარა და ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული კადრები ეჭვქვეშ დააყენა. ნიქაბაძის განცხადებით, იმ დოკუმენტებს, სადაც ბუტა რობაქიძის საქმის დეტალებია მოცემული და ამ კადრებს შორის ბევრი უზუსტობაა.

" გასროლის დროს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ ოთხი პატრულ-ინსპექტორი. კადრებზე ჩვენ ვხედავთ ბევრად მეტს. კადრებზე ვერსად ვერ ვხედავთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას, რომელიც გამოძახებიდან სამ წუთში, ეს დოკუმენტალურად არის დადასტურებული, იყო შემთხვევის ადგილზე. ზურაბ მიქაძე დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ მივიდა შემთხვევის ადგილზე, მაშინ რატომ ჩანს კადრებზე. მე ვუყურებდი, თუ როგორ უნაწილებდა გურამ დონაძე და ზურაბ მიქაძე დაკავებულ ბავშვებს იარაღებს, რასაც შემდგომ დონაძის ბრძანებით, ოპერატორი აფიქსირებდა ვიდეოკადრებზე", - აცხადებს ნიქაბაძე.

მისი თქმით, მას ბრალდებასთან დაკავშირებით კითხვები მაშინვე ჰქონდა, თუმცა მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო, ამ თემაზე საჯაროდ არ საუბრობდა. ნიქაბაძე აღნიშნავს, რომ მასზე გენერალური პროკურორის და ქალაქის პროკურორის მხრიდან ხდებოდა ზეწოლა.

მისივე თქმით, 2005 წელს მას პროკურატურა ამ საქმის გამო დაატოვებინეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4