გუნავასთვის იარაღისა და ნარკოტიკის ჩადება არ დადასტურდა - არჩილ კბილაშვილი

ორშაბათი, 25 თებერვალი, 2013 - 16:53

მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა გუნავას საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი განმარტებით, გუნავას ადვოკატის ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ თენგიზ გუნავას იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს, არ დადასტურდა. არჩილ კბილაშვილი სხვა სახის დარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, გუნავას დაკავებისა და სამინისტროში გადაყვანის საათი აცდენილია რეალურ დროს.

" დაკავებისა და ჩხრეკის ოქმში არის უზუსტობები, გუნავას დაკავება, მისი გადაყვანა სამინისტროში, მისი აყვანა ლიფტში, აცდენილი არის რეალურ დროს", - განაცხადა კბილაშვილმა.

მთავარი პროკურორის განცხადებით, ეს სხვაობები გამოვლინდა და შესაბამისი შეფასება მიეცა.

ცნობისთვის, თენგიზ გუნავას საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46