პრემიერ-მინისტრი მზადაა იმ ვალდებულების შესასრულებად, რაც ხელს შეუწყობს ევროპასთან დაახლოებას

ორშაბათი, 25 თებერვალი, 2013 - 16:29

საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროკომისარ, სესილია მალსტრომს შეხვდა. „ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ქალბატონ სესილია მალმსტრომთან, რომელიც არის ევროკომისარი საშინაო საკითხებში. მან ჩამოგვიტანა ვიზის ლიბერალიზაციის გეგმა, რომლითაც ჩვენ აუცილებლად ვისარგებლებთ, რათა მივაღწიოთ ევროპასთან უვიზო რეჟიმს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და მის დაახლოებას ევროპასთან,“–განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ევროკომისართან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრა ევროკომისართან მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრას, ქართული მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.65
  • 3.07
  • 0.04
  • 0.67
  • 1.44