ისრაელის პრემიერ მინისტრს პირადი ლეპტოპი მოპარეს

ორშაბათი, 25 თებერვალი, 2013 - 16:05

ისრაელის პრემიერ მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს პირადი ლეპტოპი მოპარეს, - ინფორმაციას Haaretz ავრცელებს. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დამნაშავეები პროფესიონალურად მოქმედებდნენ და ხელი არაფრისთვის უხლიათ. 

თუ რა ინფორმაციას შეიცავს მოპარული კომპიუტერი, არ კონკრეტდება. 

გამოცემის ინფორმაციით, მანამდე გასულ თვეში ადმინისტრაციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს  მობილური ტელეფონი მოპარეს, რომელიც ინფორმაციას ფლობდა  ხელმძღვანელი პირების გადაადგილებისა და მაღალი დონის  შეხვედრების შესახებ. 

 ამ დრომდე არც ერთ საქმეზე გამოძიებას ეჭვმიტანილი არ ჰყავს. 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.19
  • 0.04
  • 0.7
  • 1.46