შოტლანდიის საეპისკოპოსოს ხელმძღვანელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ორშაბათი, 25 თებერვალი, 2013 - 15:54

კათოლიკური  ეკლესიის  სასულიერო  პირები  შოტლანდიის  საეპისკოპოსოს  ხელმძღვანელს  შეუფერებელ  მოქცევაში,  კერძოდ,  სექსუალურ  ძალადობაში  ადანაშაულებენ  და  მის  გადადგომას  ითხოვენ.

სამმა მოქმედმა და ერთმა ყოფილმა მღვდელმა განაცხადეს, რომ 30 წლის წინ ქეით ობრაიანი მათ სექსუალური კონტაქტის დამყარებას აიძულებდა. ბრალმდებლებმა ამის შესახებ ვატიკანში ბრიტანეთის ელჩს უამბეს. ერთ-ერთი მღვდელის ინფორმაციით, როდესაც ის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, კარდინალის მხრიდან სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, რის გამოც ეკლესიიდან წასვლა გადაწყვიტა.

ოთხივე პირი ვატიკანისგან საქმის დაუყონებლივ გამოძიებას მოითხოვს. შოტლანდიის საეპისკოპოსო ამ ბრალდებას უკვე გამოეხმაურა და ცილისწამება უწოდა.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.64
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43