პროკურატურის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იურიდიული ნონსენსია

ორშაბათი, 25 თებერვალი, 2013 - 15:18

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იურიდიული ნონსენსია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კუბლაშვილი არასწორად მიჩნევს პროკურატურის მოთხოვნას, უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლის მაია გიგაურისა და ბესარიონ ალავიძის პირადი საქმეების გამოთხოვის თაობაზე, რადგანაც, მისი თქმით, გადაწყვეტილება მათი მოსამართლეებად დანიშვნის შესახებ სწორედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს მიღებული.

"ამ ქმედებით ვერავინ ვერაფერს მიაღწევს, თუკი მათ სურთ საბჭოზე ზემოქმედება, ვაძლევ გარანტიას, რომ ეს მცდელობები უნაყოფო იქნება. მე პირადად მაქვს ხმა მიცემული ამ ორი მოსამართლის დანიშვნაზე და ორივე მათგანი ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენს სისტემაში", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის მოსამართლის, ბესარიონ ალავიძისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მაია გიგაურის პირადი საქმეების გამოთხოვის შესახებ პროკურატურამ შუამდგომლობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 22 თებერვალს მიმართა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41