საგამოძიებო ორგანოებს სურთ, რომ გიგი უგულავა თვითმმართველობას ჩამოაშორონ - მამუკა ახვლედიანი

ორშაბათი, 25 თებერვალი, 2013 - 14:37

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის მამუკა ახვლედიანის განცხადებით, თბილისის მერის გიგი უგულავას სამსახურეობრივი უფლებამოვალეობის შეწყვეტა საგამოძიებო ორგანოებს სურთ, რათა თვითმმართველობას ჩამოაშორონ.

"საგამოძიებო ორგანოებს სურთ, რომ მიაღწიონ თავის მიზანს, თბილისის მერი ქალაქ თბილისის თვითმმართველობას ჩამოაშორონ, ამით მოახდინონ რღვევა ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქალაქ თბილისის საკრებულოში და ამით მოიპოვონ უმრავლესობა თბილისის საკრებულოში", - განაცხადა ახველდიანმა.

ასევე, ახვლედიანის განცხადაებით, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, თავდებში ჩაუდგეს გიგი უგულავას, რადგან როგორც ახვლედიანმა განაცხადა, პროკურატურის მოთხოვნა მილიონი ლარის გირაოს შეფარდებისა და გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ პოლიტიკურად მოტივირებულია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46