გიგი უგულავას სამსახურეობრივი უფლებამოსილება, შესაძლოა, შეუწყდეს

ორშაბათი, 25 თებერვალი, 2013 - 14:20

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის მერი გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო ასევე განიხილავს, შეუჩერდება თუ არა გიგი უგულავას სამსახურეობრივი უფლებამოსილება. ამ საკითხზე პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა.

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის თქმით,  ძალიან ლოგიკურია, რომ გამოძიების მიმდინარეობის დროს პირს შეუჩერდეს იმ უფლებამოსილების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მან სავარაუდო ქმედება ჩაიდინა.

ამის შესახებ განცხადება კბილაშვილმა  სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. ასევე მისი თქმით, მთავარი პროკურატურა მოითხოვს, უგულავამ არ დატოვოს ქვეყნის ტერიტორია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46