ოსკარის დაჯილდოებაზე საუკეთესო მსახიობ ქალად ჯენიფერ ლოურენსი დასახელდა

ორშაბათი, 25 თებერვალი, 2013 - 14:04

ოსკარის 85-ე  დაჯილდოვების  ცერემონიაზე  საუკეთესო  მსახიობ  ქალად   ჯენიფერ  ლოურენსი  დასახელდა,  რომელმაც  ტიფანი მაკსველის როლი ფილმში „ჩემი ბიჭი“ შეასრულა.

საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში გაიმარჯვა დენიელ დეი ლუისმა ლინკოლნის როლის შესრულებისთვის ფილმ  ლინკოლნში“. 

საუკეთესო რეჟისორი გახდა ენგ ლი, რომელმაც წელს საზოგადოებას წარუდგინდა ფილმი - „პის ცხოვრება“. როგორც მოსალოდნელი იყო, ოსკარი საუკეთესო სცენარისთვის გადაეცა კვენტინ ტარანტინოს ფილმს „გათავისუფლებული ჯანგო“.

წლევანდელ დაჯილდოვებაზე ყველაზე მეტ, 12 ნომინაციაზე წარდგენილი იყო სტივენ სპილბერგის ფილმი „ლინკოლნი“ , ხოლო 11 ნომინაციაზე  ენგა ლის ფილმი „პის ცხოვრებას“.

ფილმმა„ლინკოლნმა“ მხოლოდ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. თუმცა, ყველას მოლოდინს გადააჭარბა და წლის საუკეთესო ნამუშევარი გახდა ფილმი „არგო“, რომლის მთავარი როლის შემსრულებელი, რეჟისორი და პროდიუსერი ბენ აფლეკი გახლდათ.

საუკეთესო ფილმებისა და კინოხელოვნების რიგით 85-ე დაჯილდოვების ცერემონია გუშინ ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართა. ცერემონიაზე 2012 წელს გამოსული ფილმები იყო წარმოდგენილი.

 ოსკარის დაჯილდოების ცერემონია ტელეარხ ABC-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. შოუს მასპინძელი იყო სეთ მაკფერლეინი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39