სოსო რობაქიძემ იცის, თუ ვინ მიიტანა იარაღი შემთხვევის ადგილზე

ორშაბათი, 25 თებერვალი, 2013 - 14:03

ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძემ მისი შვილის მკვლელობის ახალი გარემოებების შესახებ ისაუბრა, თუმცა, დეტალები არ დააკონკრეტა. მისი თქმით, მან იცის, თუ ვინ მიიტანა იარაღი შემთხვევის ადგილზე და ყველაფერი 3-4 დღეში გახდება ცნობილი.

"მე ვიცი ვინ მიიტანა იქ იარაღი, მე იმ კაცის სახელი და გვარიც ვიცი, ვინც არის. ისიც ვიცი, რომ პროკურატურასთან თანამშრომლობს. უბრალოდ, მე ვერ გეტყვით ამ კაცის სახელს და გვარს, ეს არის ახალი ინფორმაცია, რომელიც გუშინ მივიღე" - განაცხადა რობაქიძემ პრაიმტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ასვე, სოსო რობაქიძის განცხადებით, თუკი ბრალდებულებს დაიჭერენ და შემდეგ კი  სასამართლო გირაოს შეუფარდებს, რეალურ შედეგს ვერასდროს მიიღებენ.

"აქ კიდევ ერთ ფაქტს მინდა, გავუსვა ხაზი, თუ ამ ადამიანებს დაიჭერენ და სასამართლო კვლავ გირაოს შეუფარდებს, ე.ი. საქმეზე რეალური შედეგი არასოდეს იქნება მიღებული. იმედი მთლიანად გადაწურული არ მაქვს, თუმცა ბოლომდე არც საქმის წარმატებულად დასრულებაში ვარ დარწმუნებული", - აცხადებს რობაქიძე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46