სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების დარიგება დასავლეთ საქართველოშიც დაიწყო

ორშაბათი, 25 თებერვალი, 2013 - 13:59

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა  საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერები ჩაიტანეს  და ადგილობირივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის ბარათების დარიგებისა და გამოყენების წესების ამსახველი პრეზენტაცია გამართეს.

პრეზენტაციას გამგებლებთან ერთად, საკრებულოს წარმომადგენლები და ყველა ტერიტორიული ორგანოს რწუმენებულები ესწრებოდნენ.

„ხუთშაბათისთვის ჩვენ უკვე დავამთავრებთ ბარათების გადაცემას იმერეთის რეგიონში და გადავინაცვლებთ სამეგრელო-ზემო სვანეთში. მომდენო ეტაპზე, აგროვადების გათვალისწინებით, ბარათები დარიგდება აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. მთლიანად საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგების პირველი ეტაპი 10 მარტისთვის დასრულდება“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსმა კონტსანტინე კობახიძემ.

 საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, აგროვადების გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება ქვემო ქართლის რეგიონიდან დაიწყო. ამ დროისთვის ბარათები უკვე დარიგებულია კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში. საგაზაფხულო სამუშაოები დაწყებულია და ამ ეტაპზე უკვე მოხნულია 2077,45 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მარნეულის, კასპის, ბოლნისის, ქარელისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში. სულ მთავრობა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი 5 ჰექტრამდე მიწის 640 000-ზე მეტ მესაკუთრეს დაეხმარება. მცირემიწიანი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ბარათის ფორმით მიიღებენ მათ სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიის შესაბამის სარგებელს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45