საქალაქო სასამართლო გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების შესახებ შუამდგომლობას განიხილავს

ორშაბათი, 25 თებერვალი, 2013 - 13:30

თბილისის საქალაქო სასამართლო გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობას განიხილავს. პროკურატურა ქალაქის მერ გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის გირაოს შუამდგომლობას აყენებს. ასევე, ითხოვს გიგი უგულავას ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლის აკრძალვას და საგამოძიებო ორგანოში კვირაში ერთხელ გამოცხადებას.

პროკურატურა ასევე, გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებასაც ითხოვს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თბილისის მერს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილითა და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ედავება. საქმე ტელეკომპანია "იმედის" უკანონოდ გასხვისებასა და პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის დაფინანსებას ეხება, სადაც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა 764 აქტივისტი დაასაქმა პოლიტიკური საქმიანობისათვის და ისინი ანაზღაურებას ბიუჯეტიდან იღებდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45