საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს

ორშაბათი, 25 თებერვალი, 2013 - 13:22

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმ საქმისთვის, რასაც იუნკრების სიცოცხლე შეეწირა:

"პატივს მივაგებ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს, იუნკერებს, რომლებიც წინ აღუდგნენ საბჭოთა ოკუპანტებს და უთანასწორო ბრძოლაში სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს.

მათ თავდადებას უკვალოდ არ ჩაუვლია. 70 წელი მრავალმა თაობამ სათუთად ატარა თავისუფლების იდეა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა არასოდეს ჩამკვდარა ხალხში. ჩვენ წილად გვერგო დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება და ეს უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს.

დღეს ჩვენი თაობაა ვალდებული გაუფრთხილდეს მოპოვებულ თავისუფლებას და ყველაფერი გააკეთოს იმ საქმის გასაგრძელებლად, რაზეც საქართველოს დამოუკიდებლობისა და მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირები ოცნებობდნენ – ჩვენ მომავალ თაობებს უნდა შევუნარჩუნოთ და დავუტოვოთ ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41