ირაკლი ალასანიამ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო

ორშაბათი, 25 თებერვალი, 2013 - 13:15

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო. ირაკლი ალასანიამ დაბა კოჯორში 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„საქართველოს ისტორიაში ძალიან ბევრი მაგალითია გმირობის, თავდადების, მაგრამ იუნკერებმა რაც გააკეთეს, ეს არის, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, შეიარაღებული ძალებისთვის მაგალითი, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიმტკიცეს, მხნეობას გვმატებს. დღეს ჩვენ ვიკრიბებით და პატივს მივაგებთ დაღუპულ იუნკერებს და ასევე ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორი შეიარაღებული ძლები გვეყოლება ხვალ, როგორი შეიარაღებული ძალები ჭირდება საქართველოს ათი წლის შემდეგ. იუნკერების მაგალითი ყოველთვის დარჩება ყველაზე უფრო მისაბაძ ნაბიჯად ქართველი სამხედროს ცხოვრებაში“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

ცერემონიას შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მაღალჩინოსნები და თავდაცვის მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ. მათ დაღუპულ გმირთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი დეკანოზმა დავით ლონდარიძემ გადაიხადა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41