პოლიციის აკადემიაში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება

ორშაბათი, 25 თებერვალი, 2013 - 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში გამართულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება. ღონისძიებაზე გამოიფინება საინფორმაციო სტენდები ფოტოდოკუმენტური მასალით, რომლებიც ასახავს 1921 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ასევე წარმოდგენილი იქნება შსს–ს არქივის დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებული დოკუმენტური ფილმი "1921“, რომელშიც XX საუკუნის 20–იანი წლების საქართველო და გასაბჭოების პერიოდია ასახული. ფილმში ასევე ნაჩვენებია იუნკერების თავდადებული ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის.

მინისტრთან ერთად ღონისძიებას შსს–ს არქივის დირექტორი, პოლიციის აკადემიის რექტორი, არქივისა და აკადემიის წარმომადგენლები და იუნკერების შთამომავლები დაესწრებიან.

შეხვედრა  14:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39