პრობაციის ოფიცერთათვის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ტრენინგი დაიწყო

ორშაბათი, 25 თებერვალი, 2013 - 12:57

თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისა და მაღალი პროფესიული კადრების მოზიდვის, ფარგლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში დაიწყო სოციალური მუშაკის კომპეტენციისა და უნარ-ჩვევების განვითარების ტრენინგი პრობაციის ოფიცერთათვის.

 სწავლება 4 ეტაპად გაიმართება და სპეციალური პროგრამით გადამზადდება 81 პრობაციის ოფიცერი.

თითოული ჯგუფს, 5 დღის განმავლობაში ჩაუტარდება თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები.

სატრენინგო თემატიკა მოიცავს: სოციალური მუშაკის სამსახურის სპეციფიკას, ქცევის ცვლილების მოდელებს, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის თავისებურებებს, კომუნიკაციის როლსა და ფორმებს სოციალურ სამუშაოში და სხვა.

ტრენინგის მონაწილე პრობაციის ოფიცრები გამოიმუშავებენ სოციალური მუშაკის უნარებს, რაც გაუადვილებთ მათ პრობაციონერებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას და გაუმარტივებთ საქმიანობას.

ტრენინგი ევროსაბჭოს მიერ განხორციელებული პროგრამის - ”დანიის საქართველოს პროგრამის 2010-2013 სასამართლო რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა”- ფარგლებში ტარდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5