"დამეხსენი, ჩრდილოელო!"-ს ეგიდით დღეს სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება

ორშაბათი, 25 თებერვალი, 2013 - 11:06

არასამთავრობო ორგანიზაციები ოკუპაციის წინააღმდეგ აქციას, სახელწოდებით "დამეხსენი, ჩრდილოელო!" გამართავენ. როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადაებაშია ნათქვამი, საქართველოს დეოკუპაციის კამპანიის ფარგლებში, 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ეგიდით დღეს შემდეგი  ღონისძიებები გაიმართება.

14:00 საათზე - ყოფილი პარლამენტის შენობის წინ "ქვების აქცია’’. მოქალაქეები ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, სიმბოლურად თითო ქვას მიიტანენ.

16:00-17:00 საათზე -  აქცია რუსეთის საელჩოსთან  ჭავჭავაძის გამზირი # 51.

17:00–20:00 საათზე - საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილი გამოფენა. აგრარული უნივერსიტეტი, დიდი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი, დავით აღმაშენებლის მე-13 კილომეტრი.

18:00 საათზე -  "ცისფერ გალერეასთან’’ გაიმართება თეატრალიზირებული აქცია.

17:30-18:30 საათზე - კონფერენცია თემაზე: რამდენიმე ეპიზოდი დამოუკიდებელი საქართველოს ცხოვრებიდან (1918 – 1921) დისკუსია თემაზე ცვლილებები ოკუპაციის შესახებ კანონში. აგრარული უნივერსიტეტი, დიდი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი, დავით აღმაშენებლის მე-13 კილომეტრი

18:00 საათზე - საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მიერ ორგანიზებული „სანთლების აქცია“ მშვიდობის ხიდზე.

18:00 საათზე -  მოქალაქეები რამდენიმე წუთით შეიკრიბებიან რიყეზე, რათა პატივი მიაგონ 1921 წლის ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნას

19:00 საათზე -  შარდენის ბაღში პოპულარული და ახალგაზრდა მუსიკოსები გამართავენ კონცერტს „ჩემი თავისუფლება. არა ოკუპაციას“.

„დამეხსენი, ჩრდილოელო!“ – აკაკი წერეთლის ეს 1886–1889 წლებში დაწერილი ნაკლებად ცნობილი სტროფი გახდა სამოქალაქო კამპანიის ერთიანი მესიჯი, რომელიც საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით 22–25 თებერვალს გაიმართება.

„ვთვლით, რომ დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა მოქალაქეს შევახსენოთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის ისტორია, მკაფიოდ გავაჟღეროდ ოკუპანტის სახელი და საჯაროდ განვაცხადოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია ამ პრობლემის მიმართ“,- წერია არასამთავრობოების განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46