ეროვნული კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესი ხვალ გახდება ცნობილი

, 24 თებერვალი, 2013 - 22:20

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ხვალ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის სამწლიანი საქმიანობა შეჯამდება და ახალი დირექტორის დანიშვნის წესი გახდება ცნობილი.

პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, მოადგილეები მანანა ბერიკაშვილი და ალექსანდრე მარგიშვილი, მინისტრის მრჩევლები გიორგი გეგეჭკორი, ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, ლევან ერისთავი, ქარუმ წერეთელი, ეროვნული კინოცენტრის წევრები.

ეროვნული კინოცენტრის ამჟამინდელი დირექტორი თამარ ტატიშვილი ამ თანამდებობაზე 2010 წლის 25 თებერვალს დაინიშნა.

თამარ ტატიშვილის სახელს უკავშირდება საქართველოს ევროპის საბჭოს კინოს მხარდაჭერის ფონდში „ევრიმაჟი“ გაწევრიანება, საქართველოს მიერთება ისეთ ორგანიზაციასთან, როგორიცაა „ევროპული კინოს პრომოუშენი“; ეროვნულ კინოცენტრში ევროპული კოპროდუქციების დაფინანსების კონკურსის შემოღება; წამყვანი საერთაშორისო ფესტივალების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტები საქართველოში ახალი ქართული ფილმების და ტალანტების გაცნობის მიზნით; ისეთი წარმატებული ფილმების დაფინანსება/წარდგენა, როგორებიცაა: სალომე ჯაშის „ბახმარო“, რუსუდან ჭყონიას „გაიღიმეთ“, ნანა ჯანელიძის „ნეტავ იქ თეატრი არის?!“ თინა გურჩიანის „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“ ზაზა რუსაძის „ჩემი საბნის ნაკეცი“, ნანა ექვთიმიშვილის „გრძელი, ნათელი დღეები“ და სხვა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46