რეგიონული განვითარების სამინისტრო თვითმმართველობის რეფორმის კონცეფციის განხილვას იწყებს

, 24 თებერვალი, 2013 - 22:06

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხვალ, 11:00 საათზე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს თვითმმართველობის რეფორმის კონცეფციას განსახილველად წარუდგენს.

კონფერენციაზე განხილული იქნება „საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის“, რომელიც საქართველოს მთავრობამ გასულ კვირას მოიწონა.

კონფერენციის მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში მრჩეველთა საბჭოს წევრები, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

რეგიონული განვითარების სამინისტრო კონცეფციის განხილვას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს, რათა მაქსიმალურად მოხდეს სხვადასხვა დაინტერესებული პირისა და უწყების ჩართვა რეფორმის მომზადების პროცესში. მომავალი კვირიდან განხილვის პროცესი რეგიონებში გადაინაცვლებს და სამინისტრო მის მიერ მომზადებულ კონცეფციას ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს გააცნობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39