ავღანეთში დაჭრილი გურამ ჩიმახიძე შეიარაღებულ ძალებში სამხედრო ინსტრუქტორად გააგრძელებს სამსახურს

, 24 თებერვალი, 2013 - 21:53

ავღანეთში ნაღმზე აფეთქებული რიგითი გურამ ჩიმახიძე რეაბილიტაციის კურსის დასრულების შემდეგ შეიარაღებულ ძალებში დაბრუნდება და სამხედრო ინსტრუქტორად გააგრძელებს სამსახურს.

ეს გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრმა პირადად გააცნო ქართველ სამხედროს, რომელიც მკურნალობა-რეაბილიტაციის კურს ლანდშტულის კლინიკაში გადის. ირაკლი ალასანიამ და ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ რიგითი ჩიმახიძე გერმანიაში ქალაქ ლანდშტუბში მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ რეაბილიტაციის კურსის მიმდინარეობას. დაჭრილი სამხედრო უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაივლის პროტეზირების კურსს და ამის შემდეგ დაბრუნდება სამხედრო სამსახურში.

რიგითი გურამ ჩიმახიძე მესამე ბრიგადის ოცდამეთორმეტე ბატალიონში მსახურობდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45