ავღანეთში დაჭრილი რამაზ დავითაია თავდაცვის მინისტრმა მოინახულა

, 24 თებერვალი, 2013 - 18:44

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ გერმანიაში ჰაიდელბერგის ამერიკულ ჰოსპიტალში ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცი რამაზ დავითაია მოინახულეს.

კაპრალი დავითაია სამშვიდობო მისიაში სპეციალური ოპერაციის შესრულების დროს სნაიპერის ტყვიით დაიჭრა. გერმანელი ექიმების შეფასებით, ქართველი სამხედროს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი მკურნალობის კურსი ინტენსიურად მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს და გერმანელი ექიმების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქართველი კაპრალი მკურნალობას გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო კერძო კლინიკაში გააგრძელებს, რათა მოხდეს მისი სრულყოფილად რებილიტაცია.

ჰაიდელბერგის ამერიკულ კლინიკაში დავითაიას ყველა პირობა აქვს შექმნილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის. კაპრალთან გერმანიაში მუდმივად იმყოფებიან მისი ნათესავები და ოჯახის წევრები. დავითაიას ყოველდღიური კავშირი აქვს საქართველოში ოჯახთან.

მეორე ბრიგადის ოცდამესამე ბატალიონის კაპრალი, რამაზ დავითაია 5 თვის წინ ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისას დაიჭრა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41