ლადო ვარძელაშვილმა და ვახტანგ ბიჭაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს

, 24 თებერვალი, 2013 - 19:55

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა და ვახტანგ ბიჭაშვილმა გირაოს გადახდის შემდეგ გლდანის #8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს. 

დევი სირაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესზე აღმკვეთი ღონისძიების სახით,  ბრალდებულებს, ლადო ვარძელაშვილს 3 000, ვახტანგ ბიჭაშვილს 6 000, ზვიად ქავთარაძეს კი 15 000 ლარის გირაო შეეფარდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვარძელაშვილთან სტუმრად მყოფი მეგობრები მის იარაღის კოლექციას ათვალიერებდნენ, რა დროსაც ზვიად ქავთარაძეს იარაღი შემთხვევით გაუვარდა, რასაც 45 წლის დევი სირაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ზვიად ქავთარაძეს ბრალი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში, ლადო ვარძელაშვილს კი იარაღის უკანონო შენახვაში ედება. ვახტანგ ბიჭიკაშვილს გამოძიება იარაღის უკანონო გასხვისებას ედავება.

წინასასამართლო სხდომა 17 აპრილს, 12.00 საათზე გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41