საქალაქო სასამართლო ვარძელაშვილის, ბიჭაშვილისა და ქავთარაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

, 24 თებერვალი, 2013 - 19:45

თბილისის საქალაქო სასამართლო ლადო ვარძელაშვილის, ვახტანგ ბიჭაშვილისა და ზვიად ქავთარაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: 

"2013 წლის 24 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების ვლადიმერ ვარძელაშვილის მიმართ გირაოს 4 ათასი ლარის, ვახტანგ ბიჭაშვილის მიმართ 7 ათასი ლარისა და ზვიად ქავთარადძის მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით სამივე ბრალდებულს შეუფარდა გირაო, კერძოდ ვლადიმერ ვარძელაშვილს 3 ათასი ლარი, ვახტანგ ბიჭაშვილს 6 ათასი ლარი და ზვიად ქავთარაძეს 15 ათასი ლარის ოდენობით. გირაოს სრული მოცულობით გადახთისთანავე ბრალდებულები გათავისუფლდებიან პატიმრობიდან.

ღია სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულთა პიროვნებები, მათი წარსული, ბრალად შერაცხული ქმედების ხასიათი, სასამართლოსთვის თავის არიდების რისკი; კერძოდ: ბრალდებულებმა აღიარეს და გულწრფელად მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, მათ არ მიუტოვებიათ შემთხვევის ადგილი პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე, ასევე ის ფაქტი, რომ მათ ითანამშრომლეს საგამოძიებო ორგანოებთან. ბრალდებულები არიან დაოჯახებულნი და ყველა მათგანს აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოადგინა გარდაცვლილი ოჯახის ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობა, რომლითაც დაზარალებულის უფლებამონაცვლე თბილისის საქალაქო სასამართლოს მომართავს თხოვნით იმის შესახებ, რომ ბრალდებულ ქავთარაძის მიმართ გარდაცვლილის ოჯახს პრეტენზია არ გააჩნია და ზვიად ქავთარაძის მიმართ გამოყენებულ იქნას არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება . სასამართლომ, ამ გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და ასევე, საქმეზე შემხებლობის მქონე პირების მიმართ ზემოქმედების და ხელის შეშლის საფრთხე, რის გამოც სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენება.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2013 წლის 17 აპრილს 12 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში".

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4