საქალაქო სასამართლომ ლადო ვარძელაშვილს, ბიჭაშვილსა და ქავთარაძეს გირაო შეუფარდა

, 24 თებერვალი, 2013 - 15:16

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით, ლადო ვარძელაშვილს 3 000, ვახტანგ ბიჭაშვილს 6 000, ზვიად ქავთარაძეს კი 15 000 ლარის გირაო შეუფარდა. ბრალდებულებს თანხის გადახდის ვადად 15 დღე განესაზღვრათ და ისინი საპატიმროებს მას შემდეგ დატოვებენ, რაც გირაოს თანხას გადაიხდიან. 

სამართალდამცველებმა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და მასთან ერთად ორი პირი - ზვიად ქავთარაძე და ვახტანგ ბიჭაშვილი 22 თებერვალს, ვარძელაშვილის საცხოვრებელ სახლში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვარძელაშვილთან სტუმრად მყოფი მეგობრები მის იარაღის კოლექციას ათვალიერებდნენ, რა დროსაც ზვიად ქავთარაძეს იარაღი შემთხვევით გაუვარდა, რასაც 45 წლის დევი სირაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ზვიად ქავთარაძეს ბრალი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში, ლადო ვარძელაშვილს კი იარაღის უკანონო შენახვაში ედება. ვახტანგ ბიჭიკაშვილს გამოძიება იარაღის უკანონო გასხვისებას ედავება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39