აშშ-ში ყველაზე მძიმე დანაშაულად ფინანსური მაქინაციები ითვლება, რისი კლასიკური ნიმუშიც უგულავასთვის წაყენებული ბრალდებაა - ოთარ აბესაძე

, 24 თებერვალი, 2013 - 14:03

ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულად ფინანსური მაქინაციები და ფულის გათეთრება ითვლება, რისი კლასიკური ნიმუშიც ქალაქ თბილისის მერის გიგი უგულავას ბრალდებაა“, -  ასეთ შეფასებას აკეთებს  თბილისის მერის გიგი უგულავას ბრალდების წაყენებასთან დაკავშრებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი ოთარ აბესაძე. როგორც მან „ჯეონიუსის“ კორესპონდენტს განუცხადა,  მისი აზრით, კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა იყოს და დამთავრდეს სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა.

„ვფიქრობ, დროა კანონის წინაშე იყოს თანაბარი ქალაქის მერი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი თუ საქართველოს სხვა ნებისმიერი მოქალაქე. სწორედ ამიტომ მისცა მოქმედ ხელისუფლებას მანდატი ქართულმა საზოგადოებამ, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს და აღარასოდეს განმეორდეს მაღალი თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ფლანგვა და, მით უმეტეს, ამ სახსრებით კრიმინალური საქმიანობის წარმოება“, - განაცხადა აბესაძემ.

ასევე, დოქტორანტის თქმით, მაღალი თანამდებობა აღარ უნდა იყოს იმის გარანტი, რომ დანაშაული ჩაიდინოს ჩინოვნიკმა და შემდეგ თავის გასამართლებლად ამას პოლიტიკური ელფერი მისცეს, მისივე თქმით, როგორც დღეს გიგი უგულავა იქცევა.

„წინა ხელისუფლების პირობებში მრავლად იყო შერჩევითი სამართლის მაგალითები და ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკანასკნელი წლების პოლიტიკური დესტაბილიზაციის და კრიზისის. აღარ უნდა არსებობდნენ ხელშეუხებელი პერსონები და მაღალი თანამდებობა აღარ უნდა იყოს იმის გარანტი, რომ დანაშაული ჩაიდინო და შემდეგ თავის გასამართლებლად ამას პოლიტიკური ელფერი მისცე, რასაც აკეთებს დღეს გიგი უგულავა. ვფიქრობ, ახალი საქართველოს აშენება სამართლიანობაზე, კანონის უზენაესობაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე და პოლიტიკურ სტაბილურობაზე უნდა იყოს დაფუძვნებული“, - აღნიშნა აბესაძემ.

ნუგო სოტკილავა

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41