შენგენის ქვეყნებში, შესაძლოა, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდეს

, 24 თებერვალი, 2013 - 13:26

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესა და საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შორის შეხვედრა 25 თებერვალს გაიმართება. ევროკომისარი ქართულ მხარეს სამოქმედო გეგმას გადასცემს. რომლის შესრულებაც ქართულ მხარეს ევალება.

სამოქმედო გეგმა საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის წარმართვის საფუძველს წარმოადგენს. საქართველოს მიერ აღნიშნული გეგმის წარმატებით აღსრულების შემთხვევაში, შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოღებული იქნება ევროკავშირის სივრცეში (შენგენის ქვეყნებში) უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. სამოქმედო გეგმა ორი ფაზისგან შედგება და იგი როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე ცალკეული მიმართულებებით (დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის მართვა, მიგრაცია, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები) რეფორმების განხორციელებას გულისხმობს. პირველი ფაზის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მოხდება სამოქმედო გეგმის უკვე მეორე - აღსრულების ფაზაში გადასვლა.

ვიზიტის ფარგლებში, სესილია მალმსტრომი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრსაც შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51