ქვეყნის მასშტაბით 2013 წელს 50-მდე სარწყავი არხი აღდგება

, 24 თებერვალი, 2013 - 13:15

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს ქვეყანაში საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების ფუნქციონირების გაუმჯობესება წარმოადგენს. ქვეყნის მასშტაბით 2013 წელს 50-მდე სარწყავი არხი აღდგება. ქვემო ქართლის რეგიონში საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ხვნის პროცესის გარდა, სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს. გარდაბნის რაიონის ცენტრალურ მაგისტრალზე გაწმენდით-აღდგენითი სამუშაოები უკვე ხორციელდება. აღნიშნულ რაიონში სარწყავი არხების დანალექი გრუნტისგან გაწმენდის შემდეგ 8 ათასი ჰა მიწის ფართობი მოირწყვება“, - ამის შესახებ განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით შერვაშიძემ დღეს მარნეულის რაიონში სტუმრობისას განაცხადა.

მარნეულის რაიონში მიმდინარე სამუშაოები დავით შერვაშიძემ და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა ვაჟა კირტავამ ფერმერებთან ერთად მოინახულეს და პროგრამის მიმდინარეობაზე ისაუბრეს.

ვაჟა კირტავას განცხადებით, მიმდინარე წელს არხებზე ჩატარებული სარეაბილიტაციო და აღდგენითი სამუშაოების შედეგად, რწყვის სეზონის დაწყებამდე 70 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი უზრუნველყოფილი იქნება სარწყავი წყლით.

საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, აგროვადების გათვალისწინებით, სამუშაოები ქვემო ქართლის რეგიონის სოფლებიდან დაიწყო. რეგიონში 70 ათასი ბენეფიციარისთვის 24 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი დამუშავდება. ჯამში მთავრობა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დაეხმარება 640 000-ზე მეტ მიწის მესაკუთრეს, ვისაც საკუთრებაში აქვს 0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მცირემიწიანი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ბარათის ფორმით მიიღებენ მათ სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიის შესაბამის სარგებელს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5