არასრულწლოვანთა განრიდებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს

, 24 თებერვალი, 2013 - 13:05

არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, სასტუმრო ”დიდუბე პლაზაში” 23-24 თებერვალს სამუშაო შეხვედრა ტარდება. შეხვედრაზე განიხილება განრიდებაში სოციალური მუშაკის როლი და ამ პროცესში პრობაციის ოფიცრის ჩართვის პერსპექტივა. სამუშაო ჯგუფები განიხილავენ განრიდების პრაქტიკას, პროცედურებს, არასრულწლოვნებთან კომუნიკაციის სპეციფიკას, განრიდებულის დანაშაულთან დაკავშირებით პროკურატურისადმი ინფორმაციის მიწოდების წესსა და სხვადასხვა საკითხებს.

ორდღიან ღონისძიებაში იუსტიციის სამინისტროს წარმოადგენლებთან ერთად მონაწილეობას იღებენ პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკები და ოფიცრები.

ცნობისთვის, არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა 2010 წელს დაიწყო. განრიდების პროგრამა გულისხმობს პრობაციის სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვანის დახმარებას სხვადასხვა პროგრამებსა და აქტივობებში ჩართვაში, რაც არასრულწლოვანს სამართლებრივი აზროვნების ჩამოყალიბებაში, საკუთარი უნარების და პოტენციალის განვითარებაში დაეხმარება.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51