თინა ხიდაშელს ჯოზეფ ქეის ჩვენების არ სჯერა

, 24 თებერვალი, 2013 - 11:30

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ჯოზეფ ქეის ჩვენებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ჯოზეფ ქეი მისთვის ვერ იქნება სანდო წყარო, თუ არ არის მისი დაკითხვის ფაქტები სხვა ჩვენებებით დადასტურებული.

„ჩვენ ვიცით, ვინ არის ჯოზეფ ქეი, როგორ მოექცა ის პატარკაციშვილების ოჯახს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტები, რომელზეც საუბრობს თავის ჩვენებაში, გამყარებულია თუ არა სხვა ფაქტებით იმიტომ, რომ ჯოზეფ ქეი ჩემთვის ვერანაირ შემთხვევაში ვერ იქნება სანდო წყარო. ამბავი, რომელსაც ის ჰყვება, თუ ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება და მტკიცებულებებით გამყარებულია, მაშინ ბუნებრივია, რომ ის გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო უწყებამ ქეის ჩვენებიდან ამონარიდი გუშინ გვიან საღამოს გაავრცელა, სადაც ქეი ყვება, თუ როგორ დაათმობინეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტელეკომპანია "იმედი" და აცხადებს, რომ არხის გადაცემაზე მოლაპარაკებებს თბილისის მერთან გიგი უგულავასთან, საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან დავით კეზერაშვილთან აწარმოებდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46