პროკურატურა უგულავას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს დღეს მიმართავს

, 24 თებერვალი, 2013 - 10:52

საქართველოს გენერალური პროკურატურა დედაქალაქის მერის გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოს დღეს მიმართავს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნათია სუხიაშვილის განცხადებით საგამოძიებო სამსახურში მისულმა გიგი უგულავამ გამოძიებასთან არ ითანამშრომლა და მან დუმილის გამოყენების უფლება არჩია. შესაბამისად, დედაქალაქის მერის დაკითხვა არ მომხდარა და მას მხოლოდ ბრალი წარედგინა.

სუხიაშვილის განმარტებით, კანონით გათვალისწინებულ ვადაში, 48 საათში, დღეს 18:00 საათამდე, პროკურატურა სასამართლოს გიგი უგულავას მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე მიმართავს. ამასთან, ჯერ არ კონკრეტდება აღმკვეთის რომელ ღონისძიებას მოითხოვს გამოძიება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5